ისტორიული წიგნები
პირველი ნეშტთა
თავი 24
1
აჰა, აჰარონიანთა დასები: აჰარონის ძენი - ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
2
მამაზე ადრე დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, ისე, რომ ძენი არ ჰყოლიათ და ელეაზარი და ითამარი მღვდლობდნენ.
3
დაადგინა დავითმა ცადოკი - ელეაზარის ძეთაგან და ახიმელექი, ითამარის ძეთაგან, თავ-თავის ადგილზე, თავ-თავისი მსახურების მიხედვით.
4
აღმოჩნდა, რომ ელეაზარის ძეთაგან მამისსახლთა თავკაცები უფრო მეტი იყო, ვიდრე ითამარის ძეთაგან. ასე დაანაწილა ისინი: ელეაზარის ძეთაგან მამისსახლთა თექვსმეტი თავკაცი, ითამარის ძეთაგან კი - რვა.
5
წილისყრით დაანაწილეს ისინი, ვინაიდან ელეაზარისა და ითამარის ძენი მთავრობდნენ საწმიდრისა და უფლის წინაშე.
6
და აღნუსხავდა მათ შემაყია ნეთანელის ძე, ლევიანი მწერალი, მეფისა და მთავართა, ცადოკ მღვდლისა და ახიმელექ აბიათარის ძის, ლევიანი ღვთისმსახურების მამისსახლთა თავკაცების წინაშე; წილის ყრისას ერთ ოჯახს ელეაზარის გვარიდან იყვანდნენ, ერთს კი - ითამარისა.
7
პირველი წილი იეჰოიარიბს ერგო, მეორე - იედაიას,
8
მესამე - ხარიმს, მეოთხე - სეყორიმს,
9
მეხუთე - მალქიას, მეექვსე - მიამინს,
10
მეშვიდე - ჰაკოცს, მერვე - აბიას,
11
მეცხრე - იეშუას, მეათე - შექანიაჰუს,
12
მეთერთმეტე - ელიაშიბს, მეთორმეტე - იაკიმს,
13
მეცამეტე - ხუფას, მეთოთხმეტე - იეშებაბს,
14
მეთხუთმეტე - ბილგას, მეთექვსმეტე - იმერს,
15
მეჩვიდმეტე - ხეზირს, მეთვრამეტე - ჰაფიცეცს,
16
მეცხრამეტე - ფეთახიას, მეოცე - იეხეზკელს,
17
ოცდამეერთე - იაქინს, ოცდამეორე - გამულს,
18
ოცდამესამე - დელაიაჰუს, ოცდამეოთხე - მაყაზიაჰუს.
19
ეს იყო მათი განაწესი უფლის ტაძარში სამსახურისას თავისი წესისამებრ, რომელიც მიიღეს მათი მამის, აჰარონის ხელით, როგორც ამცნო მას უფალმა, ისრაელის ღმერთმა.
20
ასე დანაწილდნენ ლევის დანარჩენი ძენი: ყამრამის ძეთაგან - შუბაელი; შუბაელის ძეთაგან - იეხდეიაჰუ;
21
რეხაბიაჰუსგან: მის ძეთაგან - იშია, თავკაცი;
22
იცჰარელთაგან - შელომოთი; შელომოთის ძეთაგან - იახათი;
23
ხებრონის ძენი: იერიაჰუ, ამარიაჰუ - მეორე, იახაზიელი - მესამე და იაკამეამი - მეოთხე.
24
უზიყელის ძეთაგან - მიქა; მიქას ძეთაგან - შამირი;
25
მიქას ძმა - იშია; იშიას ძეთაგან - ზაქარია;
26
მერარის ძენი - მახლი და მუში; იაყაზიაჰუს ძეთაგან - ბენო.
27
მერარის ძეები იაყაზიაჰუსგან: ბენო, შოჰამი, ზაქური და ყიბრი.
28
მახლისგან - ელეაზარი, რომელსაც ძენი არ ჰყავდა.
29
კიშისგან - მისი ძე, იერახმეელი.
30
მუშის ძენი - მახლი, ყედერი და იერიმოთი, ესენი იყვნენ ლევიანთა ძენი, თავიანთი საგვარეულოების მიხედვით.
31
მათაც უყარეს წილი, როგორც აჰარონის ძეებს - მეფე დავითის, ცადოკის, ახიმელექის, მამისსახლთა თავკაცების, მღვდლებისა და ლევიანთა წინაშე; მამისსახლთა თავკაცებმა თავიანთ უმცროს ძმებთან ერთად იყარეს წილი.