ბიბლია

ისტორიული წიგნები

პირველი ნეშტთა

თავი 25

1
დაანაწილეს მსახურებისთვის დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რათა ქნარების, ჩანგებისა და წინწილების თანხლებით გაეწიათ წინასწარმეტყველური მსახურება; მათი რიცხვი, რომლებიც ამ მსახურებას ეწეოდნენ, იყო:
2
ასაფის ძეთაგან: ზაქური, იოსები, ნეთანია და ასარელა; ასაფის ძენი ასაფის ხელქვეითნი იყვნენ და მეფის მითითებით წინასწარმეტყველებდნენ.
3
იედუთუნისგან, იედუთუნის ძენი: გედალიაჰუ, ცერი, იეშაყიაჰუ, ხაშაბიაჰუ, მათითიაჰუ, შიშა - ექვსნი. თავიანთი მამის, იედუთუნის ხელქვეითნი იყვნენ, რომელნიც ქნარზე წინასწარმეტყველებდნენ უფლის სამადლობელს და საქებ-სადიდებელს.
4
ჰემანისგან, ჰემანის ძენი: ბუკიაჰუ, მათანიაჰუ, ყუზიელი, შებუელი, იერიმოთი, ხანანია, ელიათა, გიდალთი, რომამთი, ყეზერი, იოშბეკაშა, მალოთა, ჰოთირი და მახაზიოთი.
5
ესენი იმ ჰემანის ძენი არიან, რომელიც მეფისთვის წინასწარმეტყველებდა ღმერთის სიტყვით, რათა მისი დიდების რქა აემაღლებინა. ღმერთმა ჰემანს თოთხმეტი ძე და სამი ასული მისცა.
6
ყველა ესენი თავისი მამის ხელქვეით გალობდნენ უფლის სახლში წინწილებით, ჩანგებით და ქნარებით მეფის, ასაფის, იედუთუნისა და ჰემანის მითითებით.
7
უფლისთვის გალობაში განსწავლულთა და მცოდნეთა რიცხვი, თავის ძმებთან ერთად, ორას ოთხმოცდარვა იყო.
8
ჰყარეს წილი, თუ ვის როდის უნდა ემსახურა, როგორც დიდმა, ისე პატარამ, განსწავლულმა და მოსწავლემ.
9
პირველი წილი ერგო ასაფს იოსებისთვის; მეორე გედალიაჰუს, იგი, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი.
10
მესამე - ზაქურს, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
11
მეოთხე - იცრის, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
12
მეხუთე - ნეთანიაჰუს, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
13
მეექვსე - ბუკიაჰუს, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
14
მეშვიდე - იეშარელას, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
15
მერვე - ესაიას, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
16
მეცხრე - მათანიაჰუს, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
17
მეათე - შიმყის, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
18
მეთერთმეტე - ყაზარელს, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
19
მეთორმეტე - ხაშაბიას, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
20
მეცამეტე - შუბაელს, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
21
მეთოთხმეტე - მათითიაჰუს, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
22
მეთხუთმეტე - იერემოთს, მისი ძენი და ძმები - თორმენტი;
23
მეთექვსმეტე - ხანანიაჰუს, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
24
მეჩვიდმეტე - იოშბეკაშას, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
25
მეთვრამეტე - ხანანის, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
26
მეცხრამეტე - მალოთის, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
27
მეოცე - ელიათას, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
28
ოცდამეერთე - ჰოთირს, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
29
ოცდამეორე - გიდალთის, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
30
ოცდამესამე - მახაზიოთს, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;
31
ოცდამეოთხე - რომამთი-ყეზერს, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი.