დიდი წინასწარმეტყველები
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 45
1
სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველმა იერემიამ უთხრა ბარუხს, ნერიას ძეს, როცა ის იერემიას კარნახით წერდა ამ სიტყვებს წიგნში, იეჰოიაკიმ იოშიას ძის იუდაზე მეფობის მეოთხე წელს:
2
"ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი ბარუხზე!
3
შენ ამბობდი: ვაი მე, რადგან დაუმატა უფალმა მწუხარება ჩემს სატკივარს, მოვიქანცე ვაებით და სიმშვიდე ვერ ვპოვეო.
4
უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, რაც ავაშენე, იმას ვანგრევ და რაც დავრგე, მევე აღმოვფხვრი, და ასე იქნება მთელ ქვეყანაზე.
5
შენ კი დიდს ეძიებ შენთვის? ნუ ითხოვ, რადგან მოვაწევ უბედურებას ყოველ ხორციელზე, ამბობს უფალი, შენ კი შენს სიცოცხლეს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაც წახვალ!”