ბიბლია

სიბრძნე და პოეზია

იობი

თავი 25

1
მიუგო ბილდად შუხელმა და თქვა:
2
"ბატონობა და შიში მის ხელთაა; მშვიდობას აფუძნებს თავის სიმაღლეებში;
3
თუ აქვს რიცხვი მის მხედრობას? და ვის არ ამოუბრწყინდება მისი ნათელი?
4
როგორღა გამართლდება კაცი ღმერთთან და როგორ გასუფთავდება დედაკაცისგან შობილი?
5
აჰა, მთვარესაც არ აქვს ნათება და არც ვარსკვლავები არიან სუფთანი მის თვალში.
6
მით უმეტეს ადამიანი, რომელიც ჭიაა და ძე ადამისა, რომელიც მატლია!”