ბიბლია

ისტორიული წიგნები

იესო ნავეს ძე

თავი 12

1
ესენი არიან იმ ქვეყნების მეფეები, რომლებიც მოსრეს ისრაელის ძეებმა და დაიკავეს მათი მიწები იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლეთით, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე და მთელი ყარაბა აღმოსავლეთით:
2
სიხონი, ამორელთა მეფე, რომელიც ხეშბონში მკვიდრობდა; იგი მართავდა ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევის ნაპირზეა, შუა ხევიდან და გილყადის ნახევრიდან, ვიდრე იაბოკის ხევამდე, ყამონის ძეთა საზღვრამდე;
3
და დაბლობი ქინეროთის ზღვამდე, აღმოსავლეთით და ყარაბას (მარილოვან) ზღვამდე აღმოსავლეთით, ბეთ-იეშიმოთის გზით, სამხრეთით, ფისგას ფერდობთა ქვეშ.
4
და ყოგის მიწა, ბაშანის მეფისა, რეფაიმთაგან შემორჩენილი, რომელიც ყაშთაროთსა და ედრეყში მკვიდრობდა,
5
რომელიც ხერმონის მთაზე გამგებლობდა, სალქაზე და მთელს ბაშანზე, გეშურელთა და მაყაქათელთა საზღვრამდე და გილყადის ნახევარზე, ხეშბონის მეფის, სიხონის საზღვრამდე.
6
მოსემ, უფლის მსახურმა, და ისრაელის ძეებმა მოსრეს ისინი; და მისცა ეს მიწა სამკვიდრებლად უფლის მსახურმა მოსემ რეუბენს, გადს და მენაშეს ნახევარ ტომს.
7
ესენი არიან იმ ქვეყნის მეფენი, რომლებიც მოსრეს იეშუამ და ისრაელის ძეებმა გაღმა, დასავლეთით, ბაყალ-გადიდან ლიბანის დაბლობზე, ხალაკის მთამდე, რომელიც სეყირისკენ ადის. მისცა იგი იეშუამ სამკვიდრებლად ისრაელის ტომებს, მათი დანაყოფების მიხედვით.
8
მთაში, დაბლობსა და ყარაბაში, ფერდობებზე, უდაბნოსა და სამხრეთში, ხეთების, ამორელებისა და ქანაანელების, ფერიზელების, ხიველებისა და იებუსელების:
9
იერიხოს მეფე - ერთი, მეფე ჰაღაისა, რომელიც ბეთელის გვერდზეა - ერთი;
10
იერუსალიმის მეფე - ერთი, ხებრონის მეფე - ერთი;
11
იარმუთის მეფე - ერთი, ლაქიშის მეფე - ერთი;
12
ყეგლონის მეფე - ერთი, გეზერის მეფე - ერთი;
13
დებირის მეფე - ერთი, გედერის მეფე - ერთი;
14
ხორმას მეფე - ერთი, ყარადის მეფე - ერთი;
15
ლიბნის მეფე - ერთი, ყადულამის მეფე - ერთი;
16
მაკედას მეფე - ერთი, ბეთელის მეფე - ერთი;
17
თაფუახის მეფე - ერთი, ხეფერის მეფე - ერთი;
18
აფეკის მეფე - ერთი, შარონის მეფე - ერთი;
19
მადონის მეფე - ერთი, ხაცორის მეფე - ერთი;
20
შიმრონ-მერონის მეფე - ერთი, აქშაფის მეფე - ერთი;
21
თაყანაქის მეფე - ერთი, მეგიდოს მეფე - ერთი;
22
კადეშის მეფე - ერთი, იოკნეყამის მეფე ქარმელში - ერთი;
23
დორის მეფე დორის ბორცვებთან - ერთი, გოიმის მეფე გილგალთან - ერთი;
24
თირცას მეფე - ერთი. სულ ოცდათერთმეტი მეფე.