ბიბლია

სიბრძნე და პოეზია

ფსალმუნნი

თავი 10

1
უფალზე ვარ მინდობილი; როგორღა ეტყვით ჩემს სულს, ჩიტივით გადაიხვეწეო თქვენს მთებში.
2
რადგან, აჰა, მოიზიდავენ მშვილდს ბოროტნი, ისარს ლარზე მიამაგრებენ, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.
3
თუ საძირკველი დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას?
4
თავის წმიდა ტაძარშია უფალი და ზეცაშია ტახტი მისი; თავისი თვალით უმზერს ადამის შვილებს და ქუთუთოებით ამოწმებს.
5
უფალი გამოსცდის მართალსა და ბოროტს, ძალადობის მოყვარული სძაგს მის სულს.
6
ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტებზე - ცეცხლსა და გოგირდს; ქარბორბალაა მათი ხვედრი.
7
რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე და გულწრფელი იხილავს მის სახეს.