სიბრძნე და პოეზია
ფსალმუნნი
თავი 100
1
წყალობაზე და სამართალზე ვიმღერებ; შენ გიმღერებ, უფალო.
2
ჩავუფიქრდები უბიწოთა გზას: როდის მოხვალ ჩემთან? სუფთა გულით ვივლი ჩემს სახლში.
3
უკეთურ რამეს თვალწინ არ დავიდებ; განდგომილთა საქმე შევიძულე, ახლოს არ გავეკარები.
4
მრუდე გული შორს იყოს ჩემგან, ბოროტებას არ მინდა ვცნობდე.
5
თავისი მოყვასის ფარულად ცილისმწამებელს მოვსპობ, ამპარტავან თვალსა და გაუმაძღარ გულს ვერ ავიტან.
6
თვალს მივაპყრობ ერთგულებს ქვეყანაზე, რომ ჩემთან ერთად იცხოვრონ; ვინც უბიწოების გზით დადის, ის იქნება ჩემი მსახური.
7
ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქმნელი; ტყუილის მოლაპარაკე ვერ დაფუძნდება ჩემს თვალწინ.
8
ყოველ დილით მოვსპობ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ ამოიძირკვოს უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედი სიმრუდისა.