ბიბლია

სიბრძნე და პოეზია

ფსალმუნნი

თავი 111

1
ნეტარია კაცი მოშიში უფლისა, რომელიც დიდად ნეტარებს მის მცნებებში.
2
ძლიერი იქნება ქვეყანაზე შთამომავალი მისი. კურთხეულ იქნება მართალთა თაობა.
3
ქონება და სიმდიდრეა მის სახლში, მარადიულია მისი სიმართლე.
4
სიბნელეში შუქს ამოუბრწყენს წრფელებს; მოწყალე, შემბრალე და მართალია იგი.
5
კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი, სამართლიანად რომ წარმართავს თავის საქმეს;
6
უკუნისამდე არ წაბორძიკდება; მარადიული იქნება მართლის ხსოვნა.
7
ცუდი ამბისა არ შეეშინდება, მტკიცეა მისი გული, უფალზეა მინდობილი.
8
მტკიცეა მისი გული; არ შეშინდება და ბოლოს გამარჯვებით დახედავს თავის მტრებს.
9
გააბნია, მისცა ღატაკებს; სიმართლე მისი მარადიულია, დიდებით აუმაღლდება რქა.
10
ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და გაცამტვერდება; ბოროტეულთა საწადელი მოისპობა.