სიბრძნე და პოეზია
ფსალმუნნი
თავი 120
1
თვალებს მივაპყრობ მთებისკენ, საიდან მოვა ჩემი შეწევნა?
2
ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა.
3
ის არ დაუშვებს შენს წაბორძიკებას; არ ჩათვლემს შენი დამცველი.
4
აჰა, არასოდეს ჩათვლემს და დაიძინებს მცველი ისრაელისა.
5
უფალია შენი მცველი; უფალია შენი მფარველი შენს მარჯვნივ.
6
დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე.
7
უფალი დაგიცავს ყოველგვარი სიავისგან; ის დაიცავს შენს სულს.
8
უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ახლა და უკუნისამდე.