ბიბლია

სიბრძნე და პოეზია

ფსალმუნნი

თავი 121

1
გავიხარე როცა მითხრეს, უფლის სახლში წავიდეთო.
2
შენს კარიბჭეებში დგანან ფერხნი ჩვენნი, იერუსალიმო!
3
იერუსალიმი ისეა ნაშენი, როგორც ერთად შეკრული ქალაქი.
4
სადაც ადიან ტომნი, უფლის ტომნი, როგორც დადგენილი ჰქონდა ისრაელს, უფლის სახელის სადიდებლად.
5
რადგან დაადგინეს ტახტები განკითხვისათვის - დავითის სახლის ტახტები.
6
ილოცეთ იერუსალიმის მშვიდობისთვის! დაე, უზრუნველად იყვნენ შენი მოყვარულები;
7
მშვიდობა იყოს შენს კედლებში და უსაფრთხოება შენს ციხე-სიმაგრეებში.
8
ჩემი ძმებისა და მეგობრების გამო ვამბობ: მშვიდობა შენდა!
9
უფლის, ჩვენი ღმერთის სახლის გამო გისურვებ შენ სიკეთეს.