სიბრძნე და პოეზია
ფსალმუნნი
თავი 122
1
შენკენ აღვაპყრობ თვალებს, ზეცაში მყოფო.
2
აჰა, როგორც მსახური შეჰყურებს თავის ბატონს ხელში, როგორც მხევალი შეჰყურებს თავის ქალბატონს ხელში, ჩვენც ასევე შევყურებთ უფალს, ჩვენს ღმერთს, ვიდრე შეგვიწყალებდეს.
3
შეგვიწყალე უფალო, შეგვიწყალე, რადგან მეტისმეტად გავძეხით სიძულვილით.
4
ფრიად გაძღა სული ჩვენი უდარდელთაგან დაცინვით და ამპარტავანთაგან სიძულვილით.