სიბრძნე და პოეზია
ფსალმუნნი
თავი 129
1
სიღრმეებიდან მოგიხმე, უფალო;
2
ისმინე ჩემი ხმა, უფალო! ყური მოაპყარ ჩემს ვედრებას.
3
ღმერთო, რომ შემოგენახა ჩვენი ცოდვები, წინ ვინ დაგიდგებოდა, უფალო?
4
მაგრამ შენ გაქვს ცოდვების პატიება, რათა ეშინოდეთ შენი.
5
უფალს ვენდობი, მას მოელის სული ჩემი და მისი სიტყვის იმედი მაქვს.
6
სული ჩემი მოელის უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგი დილას, დიახ, ვიდრე გუშაგი დილას.
7
უფალს მიენდე ისრაელ, რადგან უფალს აქვს წყალობა და უხვია მისმიერი გამოსყიდვა.
8
ის გამოისყიდის ისრაელს ყველა დანაშაულისგან.