ბიბლია

სიბრძნე და პოეზია

ფსალმუნნი

თავი 13

1
თქვა უგუნურმა თავის გულში: "არ არის ღმერთი”. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინაა სიკეთის მქმნელი.
2
გადმოხედა უფალმა ზეციდან ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე გონიერი, ღმერთს რომ ეძიებს,
3
ყველამ გადაუხვია გზიდან, ერთიანად გაბინძურდნენ; არ არის მქმნელი სიკეთისა, ერთიც არ არის.
4
ნუთუ ვერ შეუგნიათ ბოროტების ჩამდენთ, პურივით რომ ჭამენ ჩემს ხალხს და ღმერთს არ უხმობენ?
5
იქ შეკრთებიან დიდი შიშით, რადგან მართალთა თაობაშია ღმერთი.
6
გლახაკის იმედს დასცინეთ, მაგრამ ღმერთია მისი თავშესაფარი.
7
ოჰ, მოვიდოდეს სიონიდან ხსნა ისრაელისა! როდესაც ღმერთი ტყვეობიდან დააბრუნებს თავის ხალხს, მოილხენს იაკობი და გაიხარებს ისრაელი.