ბიბლია

სიბრძნე და პოეზია

ფსალმუნნი

თავი 132

1
აჰა, რა კარგია და რა საამური, როდესაც ერთად ცხოვრობენ ძმები!
2
ეს ძვირფასი ზეთივითაა თავზე, წვერზე რომ ჩამოედინება, აჰარონის წვერზე - მისი სამოსელის კალთებამდე.
3
ეს ხერმონის ცვარივითაა, სიონის მთებზე რომ მოედინება! რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევა - მარადიული სიცოცხლე!