ბიბლია

სიბრძნე და პოეზია

ფსალმუნნი

თავი 149

1
ადიდეთ უფალი. ახალი სიმღერა უმღერეთ უფალს - მისი ქება წმიდათა კრებულში.
2
იხაროს ისრაელმა თავისი შემოქმედით, იზეიმონ სიონის ძენმა თავისი მეფით.
3
განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარზე სიმღერით,
4
რადგან კეთილგანწყობილია უფალი თავისი ხალხის მიმართ და ხსნით დაამშვენებს თავმდაბლებს.
5
იმხიარულონ ღვთისმოსავებმა ღირსებით, სიხარულით იყიჟინონ თავიანთ სარეცლებზე.
6
ღვთის განდიდება იყოს მათ ხორხში და ორლესული მახვილი - მათ ხელში.
7
რათა შური იძიონ წარმართებზე, დასაჯონ ტომები.
8
ბორკილებით შეკრან მათი მეფენი და მათი დიდებულნი - რკინის ხუნდებით.
9
აღუსრულონ მათ დაწერილი სამართალი. ეს პატივი მის წმიდანებს ეკუთვნით. აქეთ უფალი!