სიბრძნე და პოეზია
ფსალმუნნი
თავი 150
1
ადიდეთ უფალი! ადიდეთ ღმერთი თავის საწმიდარში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების სიმყარეში.
2
ადიდეთ იგი მისი ძლიერი საქმეებისთვის, ადიდეთ იგი მისი განუზომელი სიდიადისთვის.
3
ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.
4
ადიდეთ იგი დაირითა და ცეკვით, ადიდეთ იგი სიმებითა და სტვირით.
5
ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.
6
ყოველმა სუნთქვის მქონემ ადიდოს უფალი! ადიდეთ უფალი!