ბიბლია

სიბრძნე და პოეზია

ფსალმუნნი

თავი 19

1
უფალმა გიპასუხოს შენ გაჭირვების დღეს, დაგიფაროს შენ, იაკობის ღმერთის სახელმა.
2
გამოგიგზავნოს შველა საწმიდრიდან და სიონიდან შეგეწიოს შენ.
3
გაიხსენოს ყველა შენი შესაწირი და მიიღოს სრულადდასაწველნი შენი.
4
შენი გულის სურვილისამებრ მოგცეს და აგისრულოს ყოველი შენი განაზრახი.
5
ვიყიჟინებთ შენი გამარჯვებით და ღმერთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა.
6
ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა თავისი ცხებული, თავისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას, თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით.
7
ზოგნი ეტლებით იქადიან და ზოგნი ცხენებით, ჩვენ კი ჩვენი ღმერთის სახელით დავიკვეხნით.
8
ისინი მოიდრიკნენ და დაეცნენ, ჩვენ კი წამოვდექით და მყარად ვდგავართ.
9
გვიხსენი უფალო. დაე, მეფემ გვიპასუხოს ჩვენი მოხმობის დღეს.