სიბრძნე და პოეზია
ფსალმუნნი
თავი 62
1
ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, შენ დაგეძებ, შენ სწყურიხარ ჩემს სულს. შენკენ მოილტვის ჩემი სხეული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.
2
ასე გიხილე საწმიდარში; ვიხილე შენი ძალა და დიდება შენი
3
რადგან სიცოცხლეზე უკეთესია შენი წყალობა, გაქებენ შენ ჩემი ბაგენი.
4
ამიტომ გადიდებ, სანამ ვიცოცხლებ, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.
5
ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დანაყრდა ჩემი სული და სიხარულით გაქებს ჩემი პირი.
6
როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, მთელი ღამეები ვფიქრობ შენზე.
7
რადგან შენ იყავი შემწე ჩემი, შენი ფრთების ჩრდილქვეშ გავიხარებ.
8
შენ მოგტმასნია სული ჩემი; შენს მარჯვენას ვუკავივარ.
9
ისინი კი, ვინც ჩემს დაღუპვას ეძებენ - ქვესკნელში ჩავლენ.
10
მახვილის წერა გახდებიან, ტურების კერძი შეიქნებიან.
11
მეფე კი ღმერთით გაიხარებს; შეაქებენ ყველას, ვინც მას იფიცებს, ტყუილის მოლაპარაკეთა პირი კი დაიგმანება.