სიბრძნე და პოეზია
ფსალმუნნი
თავი 81
1
უფალი ჩადგა საღვთო კრებულში, ღმერთებს შორის ჰქმნა სამართალი.
2
როდემდე განიკითხავთ უსამართლოდ და როდემდე იქნებით მიკერძოებულნი ბოროტთა მიმართ?
3
განიკითხეთ სუსტი და ობოლი, სამართალი გაუჩინეთ ღარიბსა და ღატაკს.
4
დაიხსენით ბეჩავი და უპოვარი, ბოროტთა ხელიდან გამოიხსენით ისინი.
5
არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან; ირყევა დედამიწის საფუძვლები.
6
მე ვთქვი: თქვენ ხართ ღმერთები; უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი.
7
მაგრამ მოკვდებით, როგორც ადამიანები და დაეცემით, როგორც ერთი მთავართაგანი.
8
აღსდექ ღმერთო, განსაჯე ქვეყანა, რადგან შენ დაიმკვიდრებ ყველა ერს.