სიბრძნე და პოეზია
ფსალმუნნი
თავი 96
1
უფალი მეფობს. ილხინოს ქვეყნიერებამ, გაიხაროს მრავალმა კუნძულმა!
2
ღრუბელით და ნისლით არის გარემოცული უფალი; სიმართლესა და სამართალზეა დაფუძნებული მისი ტახტი.
3
მის წინ დადის ცეცხლი და სწვავს მის მტრებს ყოველი მხრიდან.
4
მისი ელვანი სამყაროს ანათებენ, ხედავს დედამიწა და თრთის.
5
ცვილივით დადნა მთები უფლის წინაშე, მთელი ქვეყნიერების უფლის წინაშე.
6
ცანი ღაღადებენ მის სიმართლეს და ყველა ხალხი ხედავს მის დიდებას.
7
შერცხვეს ყველა, ვინც ქანდაკებას ემსახურება და კერპებით ტრაბახობს; მდაბლად ეცით მას თაყვანი, ყოველნო ღმერთნო.
8
ესმა სიონს და გაიხარა. ხარობდნენ იუდას ასულები, შენ სამართალთა გამო, უფალო!
9
რადგან, შენ უფალო, უზენაესი ხარ მთელ ქვეყნიერებაზე, ფრიად აღზევებული ყველა ღმერთზე.
10
შეიძულეთ ბოროტება, უფლის მოყვარულნო; ის იცავს მის წმიდათა სიცოცხლეს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.
11
სიმართლემ გამოანათა მართალთათვის და გულით წრფელთათვის - მხიარულებამ.
12
იხარეთ მართალნო უფლით და მადლობა შესწირეთ მის წმიდა სახელს.